Turebi ყველა მიმართულებით
Turebi ყველა მიმართულებით
Turebi ყველა მიმართულებით
Turebi ყველა მიმართულებით

სალონიკი

სალონიკი საბერძნეთის რიგით მეორე ქალაქია სიდიდით (ათენის შემდეგ). გარდა იმისა, რომ ის ცნობილია, მისი ისტორიული/ძველი ძეგლებით ასევე, აქ ტურისტებს განსაკუთრებით იზიდავთ სანაპირო ზოლი და ღამის ცხოვრება. მე კი ვიტყოდი, რომ სალონიკს, მისი სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს საბერძნეთის, ტურისტულად მნიშვნელოვანი ატრაქციების მოსანახულებლად. სალონიკიდან თქვენ შეგიძლიათ... ესუმროთ მეტეორას სამონასტრო კომპლექსს - კლდის სვეტებზე აღმართული 24 ტაძარი(ამჟამად 6 მათგანია მოქმედი), რომელიც ერთდროულად, არქიტექტურული და ბუნებრივი სილამაზის ნიმუშია. აღსანისნავია ის ფაქტი, რომ კომპლექსის მშენებლობა დაიწყო X საუკუნიდან და ბუნებრივია სამშენებლო მასალის ატანა, ასვლა ხდებოდა ტექნიკის გარეშე, თოკების გამოყენებით.

ადგილობრივი სასულიერო პირები ამბობენ, რომ თოკის შეცვლა არ ხდებოდა მანამ, სანამ ის არ გაწყდებოდა. ეს კი არასდროს არ მომხდა ადამიანის აყვანის დროს. ტურისტებს აქ რამდენიმე მონასტრის მონახულების საშუალება აქვთ. ჰალკიდიკის ნახევარკუნძული და ათონის მთა - ნახევარკუნძული აერთიანებს სამ ე.წ. თითს, სამ ნახევარკუნძულს(სიტონია, კასანდრა და ათონი). სიტონია და კასანდრა ცნობილია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სანაპიროების მქონე კურორტები საბერძნეთში. აქ უამრავი სასტუმრო კომპლექსია იდეალური საზღვაო დასვენებისთვის. ათონის მთა და სამონასტრო კომპლექსი - მოგეხსენებათ აქ მოხვედრა მხოლოდ მამაკაცებისთვის არის შესაძლებელი და მხოლოდ ე.წ. ვიზის/საშვის საფუძველზე, რომელიც ადგილობრივმა ბერებმა უნდა გასცენ. თუმცა ყველა მსურველს აქვს შესაზლებლობა ქალაქ ურანოპოლისამდე მისვლა(მესამე ნახევარკუნძულის ბოლო პუნქტი, საიდანაც ათონის მთის სამონასტრო რესპუბლიკა იწყება).

სწორებ ურანოპოლისიდან არის შესაძლებელი ზღვის ტრანსპორტით მთას წრე შემოვარტყათ და ერთ-ერთ მონასტერს(წინასწარი შეთანხმებით) ხატები/სიწმინდეები გემზე ჩამოვაბრძანებინოთ. აღნიშნული ექსკურსია ყველა მსურველისთვის არის შესაძებელი.

აღნიშნული მიმართულებების ან/და აქტივობების დასაგეგმად მოგვმართეთ.

სალონიკი

Thessaloniki, Greece

სალონიკის ტური salonikis turi

0 (No Review)

რჩევები და სახელმძღვანელოები

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში ?

ზამთარი ევროპაში შობის ზღაპარს, თოვლიან პეიზაჟებსა და მყუდრო ქალაქებს უკავშირდება. ამ სეზონზე ევროპული ქალაქები იცვლება – ღამის ბაზრობები, განათებული ქუჩები და თბილი კაფეების სურნელი განსაკუთრებულ ემოციებით ატყვევებს ყველას. თუ ფიქრობთ, სად გაემგზავროთ ზამთარში, წარმოგიდგენთ 5 საუკეთესო მიმართულებას: 1. ვენა, ავსტრია ვენა ზამთარში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ქალაქია. დეკემბერში ქალაქი გადაიქცევა შობის ბაზრობების ქალაქად, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ […]

სად ვიმოგზაუროთ შემოდგომაზე ?

შემოდგომა ერთ-ერთი საუკეთესო სეზონია ევროპაში მოგზაურობისთვის. ხალიჩასავით გაფენილი ფოთლები, ნაკლები ტურისტი, უფრო ხელმისაწვდომი ფასები და სასიამოვნო ამინდი ქმნის იდეალურ პირობებს. წარმოგიდგენთ ხუთ ევროპულ მიმართულებას, სადაც შემოდგომა განსაკუთრებულად ლამაზი და დასამახსოვრებელია: 1. ტოსკანა, იტალია  ტოსკანაში შემოდგომა ნიშნავს მოსავლის აღების პერიოდს. სექტემბერი და ოქტომბერი იდეალური თვეებია ღვინის დაგემოვნებისთვის და ვენახებში გასეირნებისთვის. აქაური სოფლები, როგორიცაა მონტეპულჩიანო და სან […]

სამოგზაურო ინტერნეტი – იაფი და ხარისხიანი სერვისი

თანამედროვე მოგზაურობა წარმოუდგენელია სტაბილური ინტერნეტ კავშირის გარეშე – ტაქსის გამოძახება უცხო ქალაქში, სასტუმროს ადგილმდებარეობის დაზუსტება, რუკაზე გზის მოძებნა, ან უბრალოდ ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობა – ყველა ეს საჭიროება ციფრული კომუნიკაციის ნაწილია. ამ სტატიაში გეტყვით, რატომ არის იაფი სამოგზაურო ინტერნეტი თქვენი მოგზაურობის წარმატების საწინდარი და როგორ გეხმარებათ ის ყოველ ნაბიჯზე. ბოლოს კი გაგაცნობთ სანდო პროვაიდერს, AviaSim-ს, […]

გამოიწერეთ საიტი და მიიღეთ სპეციალური შეთავაზებები

გამოგვიწერეთ და მიღეთ შეთავაზებები