Turebi ყველა მიმართულებით
Turebi ყველა მიმართულებით
Turebi ყველა მიმართულებით
Turebi ყველა მიმართულებით

ამალფის სანაპიროები და კუნძული კაპრი

სამხრეთ იტალიის ორი მარგალიტი, ზღაპრულად ლამაზი , კლდეზე შეფენილი ქალაქები და ტირენიის ზღვაში მდებარე კუნძული, რომელსაც ნამდვილიად შეგვიძლია ვუწოდოთ ’’სამოთხე დედამიწაზე” . ამალფის ნახევარკუნძულზე გამოვარჩევდით სამ ძირითად ლოკაციას , ესენია: რაველო, მთებში ჩაფლული დასახლება , რომელიც ცნობილია ვილა-სასახლეებით Villa Rufolo, Villa Cimbrone და მასთან მდებარე, იგივე სახელწოდების პარკი. პოზიტანო , თავისი ულამაზესი სახლებითა და სასტუმროებით, რომლებიც მთლიანად კლდეზე არის განლაგებული. ყველაზე კარგად ეს ხედი აღიქმევა სანაპიროდან (Positano Spiaggia) და ზღვიდან(იახტის დაქირავება შეგიძლიათ). ქალაქი ამალფი, ცნობილი მთავარ მოედანზე მდებარე Duomo di Amalfi-თი. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს სატრანსპორტო გზაზე, მთელ სიგრძეზე, კლდეზე მიმაგრებული მანათობლებით, რომლებიც წლის გარკვეულ პერიოდში ინთება და თავს ნამდვილ ზღაპარში გაგრძნობინებთ.

აღნიშნული ქალაქებიდან მარტივად, სულ რაღაც 2 საათში შეგიძლიათ მოხვდეთ კუნძულ კაპრიზე. თუ ერთ დღიან , საიახტო ტურს დაჯავშნით საკმარისი დრო გექნებათ კუნძულის ძირითადი სანახაობის მოსანახულებლად . გირჩევთ რამდენიმე საათი სანაპირო(Spiaggia di Marina Piccola) კლუბთან მდებარე რესტორან La Fontelina- ში გაატაროთ. საბაგირო გზით ეწვიეთ ANACAPRI-ს, საიდანაც დაუჯერებელი ხედები იშლება. და რაც მთავარია და რომელი ექსკურსიებიც იახტის ტურში შედის არის: Blue Grotto და Arch of Love ეწვიოთ. საზღვაო პერიოდი აპრილის ბოლოდან იწყება და გვიან შემოდგომამდე გრძელდება.

ამალფის სანაპიროები და კუნძული კაპრი

Capri, Metropolitan City of Naples, Italy

ამალფის სანაპიროების და კუნძული კაპრის ტური amalfis da kapris turi

0 (No Review)

რჩევები და სახელმძღვანელოები

საუკეთესოდ დაცული საიდუმლოებები მოგზაურობის შესახებ

პენსილვანია, აშშ — ტურისტსა და მოგზაურს შორის განსხვავება კულტურის გაცნობაა, ამბობს კარენ გერშოვიცი, მწერალი და მოგზაურობაზე დამოკიდებული. მას შემდეგ, რაც 17 წლის იყო ევროპაში თვითმფრინავში ჩასვლის შემდეგ, გერშოვიცი ეწვია 90-ზე მეტ ქვეყანას და “შეიძინა მეგობრები და საყვარლები და შეცვალა კარიერა”, – ნათქვამია მის ვებსაიტზე. ამ კვირის Travel Smart-ში FOX43-ის ტრენის ეპისკოპოსი გერშოვიცს ესაუბრა იმის შესახებ, […]

გამოიწერეთ საიტი და მიიღეთ სპეციალური შეთავაზებები

გამოგვიწერეთ და მიღეთ შეთავაზებები