Turebi ყველა მიმართულებით
Turebi ყველა მიმართულებით
Turebi ყველა მიმართულებით
Turebi ყველა მიმართულებით

ვენეცია

დავიწყოთ ვენეციით, ქალაქი, რომელიც თითქმის ყველა ადამიანის სამოგზაურო სიაში დამსახურებულ პირველ ადგილს იკავებს.

ქალაქში მოხვედრის რამდენიმე გზა არსებობს: წყლის ტრანსპორტით/ტაქსით, ავტობუსით/მანქანით და მატარებლით. გირჩევთ მატარებლს თუ არჩევანის საშუალება გექნებათ, რადგან სადგურიდან გამოსვლის მომენტი და ის სანახაობა, რაც თქვენ თვალწინ გადაიშლება დამერწმუნეთ ერთ-ერთ საოცარ კადრად დაგამახსოვრდებათ.

ვენეციის მთავარი მოედანი, სან მარკო სადაც მდებარეობს Doge's Palace . ირგვლივ უამრავი კაფე, სადაც უგემრიელესი ყავის და დესერტის დაგემოვნება არის შესაძლებელი. მოედანზე ხშირად არის ცოცხალი მუსიკა, რომელიც კიდევ უფრო ჯადოსნურს ხდის გარემოს. აქვე არის გონდოლების სადგომი, რომლებიც სხვადასხვა ხანგრძლივობით და მარშრუტით გასეირნებას გთავაზობენ. გირჩევთ მხოლოდ Grand Canal ის ტურს ნუ აიღებთ, გონდოლიერს სთხოვეთ პატარა ქუჩებშიშეგიყვანოთ , რომ მეტად ჩაიხედოთ ადგილობრივების ყოველდღიურობაში.

Murano - ლაგუნის კიდევ ერთი გამორჩეულად ლამაზი, ფერადი კუნძული. ამ სახელის გაგონებისას პირველიდ ალბათ “მურანოს შუშა” გახენდებათ, დიახ. აქ საოცრად ლამაზი ნაკეთობები იქმნება. ამ პროცესის ყურება და მასში მონაწილეობის მიღება ტურისტებისთვისაც არის შესაძლებელი. Lido di Jesolo - ვენეციის ლაგუნის შემადგენლობაში მყოფი ნახევარკუნძული, სადაც განლაგებულია ჩრდილოეთ იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო საზღვაო კურორტი. აქ სასტუმროების დიდი არჩევანია. შეგვიძლია, როგორც სტანდარტული, ევროპული არდადეგებისთვის დამახასიათებელი, ასევე რეზორტის ტიპის, All Inclusive კონცეფციის განთავსების საშუალებები შემოგთავაზოთ. აღნიშნულ კურორტზე სახმელეთო გზით ხვდებით ვენეციის, მარკო პოლოს აეროპორტიდან. ლიდო დი იეზოლოდან ვენეცის ცენტრამდე კი შეგიძლიათ საზოგადოებრივი წყლის ტრანსპორტით გადაადგილება, რომელიც ყოველ ნახევარ საათში გადაადგილდება აღნისნული მიმართულებით და პირიქით.

ვენეცია

Venice, Metropolitan City of Venice, Italy

ვენეციის კარნავალის ტური veneciis karnavalis turi

0 (No Review)

რჩევები და სახელმძღვანელოები

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში ?

ზამთარი ევროპაში შობის ზღაპარს, თოვლიან პეიზაჟებსა და მყუდრო ქალაქებს უკავშირდება. ამ სეზონზე ევროპული ქალაქები იცვლება – ღამის ბაზრობები, განათებული ქუჩები და თბილი კაფეების სურნელი განსაკუთრებულ ემოციებით ატყვევებს ყველას. თუ ფიქრობთ, სად გაემგზავროთ ზამთარში, წარმოგიდგენთ 5 საუკეთესო მიმართულებას: 1. ვენა, ავსტრია ვენა ზამთარში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ქალაქია. დეკემბერში ქალაქი გადაიქცევა შობის ბაზრობების ქალაქად, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ […]

სად ვიმოგზაუროთ შემოდგომაზე ?

შემოდგომა ერთ-ერთი საუკეთესო სეზონია ევროპაში მოგზაურობისთვის. ხალიჩასავით გაფენილი ფოთლები, ნაკლები ტურისტი, უფრო ხელმისაწვდომი ფასები და სასიამოვნო ამინდი ქმნის იდეალურ პირობებს. წარმოგიდგენთ ხუთ ევროპულ მიმართულებას, სადაც შემოდგომა განსაკუთრებულად ლამაზი და დასამახსოვრებელია: 1. ტოსკანა, იტალია  ტოსკანაში შემოდგომა ნიშნავს მოსავლის აღების პერიოდს. სექტემბერი და ოქტომბერი იდეალური თვეებია ღვინის დაგემოვნებისთვის და ვენახებში გასეირნებისთვის. აქაური სოფლები, როგორიცაა მონტეპულჩიანო და სან […]

გამოიწერეთ საიტი და მიიღეთ სპეციალური შეთავაზებები

გამოგვიწერეთ და მიღეთ შეთავაზებები