Turebi ყველა მიმართულებით
Turebi ყველა მიმართულებით
Turebi ყველა მიმართულებით
Turebi ყველა მიმართულებით

სეიშელის კუნძულები

სეიშეელებს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ყველაზე გამორჩეული ლანდჩაპტის მქონე კუნძულები თავისი დამახასიათებელი კლდოვანი სანაპიროებით, რომლებიც დაუჯერებლად ლამაზ სანახაობას ქმნიან. სეიშელის კუნძულები მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში, აფრიკის კონტინენტთან(კენია) ახლოს. გირჩევთ, რომ აქ სამოგზაუროდ მინიმუმ ერთი კვირა გამოყოთ და ეწვიოთ მინიმუმ სამ კუნძულს.

Mahe - ყველაზე პოპულარული და დიდი კუნძული. სწორედ ამ კუნძულზე მდებარეობს ყველაზე დიდი კლდოვანი სანაპირო. მაჰეზე მდებარეობს დედაქალაქი ვიქტორია და საერთაშორისო აეროპორტი. აქ ყველაზე კარგი სანაპიროები, სადაც განტავსების საშუალების დაჯავშნას გირჩევთ არის, Anse Intendance და Anse Louis სამხრეთით, ხოლო კუნძულის ჩრდილოეთით Beau Vallon, ეს სანაპირო ასევე ცნობილია თავისი ულამაზესი მზის ჩასვლის პეიზაჟით და ასევე თუ ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ ძალიან წყნარი ზღვა არის აღნიშნულ ადგილას. კუნძულზე ყოფნის დროს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ატრაქცია არის ენდემური კუების მონახულება. ადგილობრივი პროდუქტის ხილის(სეიშელური ქოქოსი, რომელსაც დასამწიფებლად სჭირდება 7-8 წელი და 18 კგ იწონის საშუალოდ)დასაგემოვნებლად ესტუმრეთ აქლაქ ვიქტორიაში მდებარე ბაზარს. Praslin - ვიქტორიადან აქ მოხვედრა შეგიძლიათ საწყლო ტრანსპორტით, რომელიც 1 საათი სჭირდება დაახლოებით ან პატარა ვერტმფრენით 15 წუთში. სეიშელის ჯუნგლებად წოდებულ კუნძულს შეგიძლიათ ერთ დღიანი ექსკურსიით ეწვიოთ ან რამდენიმე დღე დაჰყოთ ტყეში ჩაფლულ სასტუმროებიდან ერთ-ერთში. სწორედ აქ შეგიძლიათ ნახოთ სეიშელური ქოქოსი ბუნებრივ პირობებში.

La Digue - სხვა კუნძულებიდან განსხვავევული გარემო დაგხვდებათ აღნიშნულ კუნძულზე. აქ ძალიან ცოტა მანქანა დადის ქუჩებში. ძირითადაი გადაადგილების საშუალება არის ველოსიპედი. გარდა ასეთი გარემოსა, აქ არაერთი აქტივობა შეგიძლიათ დაგეგმოთ. ყველაზე პოპულარულია, ვიზიტი Anse Source D’Argent , კლდოვანი სანაპირო და გარშემო პალმის ხეები, რომელიც ულამაზესი სანახაობაა. Petite Anse Beach - ეს კი კიდევ ერთი გამორჩეული სანაპირო, ულამაზესი/გამორჩეული ზრვის და ქვიშის ფერით. სეიშელის კუნძულებზემოგზაურობის დასაგეგმად, ყველაზე კარგი პერიოდი მარტის ბოლოდან მაისამდე და ოქტომბერი, ნოემბერია. ე.წ. წვიმიანი თვეები არის დეკემბერი, იანვარი და თებერვალი.

სეიშელის კუნძულები

რჩევები და სახელმძღვანელოები

საუკეთესო სახის შრატები: როგორ ავარჩიოთ კანის ტიპის მიხედვით?

კანის მოვლის პროდუქტის არჩევისას მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა სჭირდება ჩვენს კანს. სწორად შერჩეული სახის შრატი კანს დატენიანებაში, ტონის გაუმჯობესებასა და სიმშრალის შემცირებაში ეხმარება. თუ კანი ხშირად იფიტება ან ბზინვარებას კარგავს, მნიშვნელოვანია, სწორი ფორმულა გამოიყენოთ.  აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში შრატები კანის მოვლის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად იქცა. ამის მიზეზი მათი მსუბუქი ტექსტურა და აქტიური ინგრედიენტებია. სხვადასხვა ფორმულა […]

დამამშვიდებელი აბები: ეფექტი, გამოყენება და რა უნდა ვიცოდეთ

 დამამშვიდებელი აბები ნერვული სისტემის დასაბალანსებლად, შფოთვის შესამცირებლად და ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად გამოიყენება. ისინი სტრესულ სიტუაციებთან გამკლავებაში, ემოციური სტაბილურობის შენარჩუნებასა და ნერვული დაძაბულობის მოხსნაში გვეხმარებიან. ეს ყველაფერი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. შინაგანი წონასწორობის შენარჩუნება ხშირად დიდ ძალისხმევას მოითხოვს. როდესაც ემოციური ფონი იმატებს და ყოველდღიური სტრესი ძილის ხარისხზე აისახება, ბევრი ადამიანი გამოსავალს ფარმაკოლოგიაში ეძებს. სწორად შერჩეული დამამშვიდებელი […]

ინფორმაცია სასმელი წყლის შესახებ: წყაროები, ხარისხი და მოხმარების ნორმები

რატომ არის აუცილებელი გქონდეთ ინფორმაცია სასმელი წყლის შესახებ? ეს ინფორმაცია გვეხმარება გავიგოთ, რამდენად უსაფრთხოა წყალი, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ. ვინაიდან მისი ხარისხი პირდაპირ კავშირშია ჩვენს ჯანმრთელობასთან, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ წყლის წყაროები, გაფილტვრის მეთოდები და მოხმარების ნორმები, რათა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება ოჯახის კეთილდღეობისთვის. ზოგადი მიმოხილვა დღევანდელ სწრაფად ცვალებად ეკოლოგიურ გარემოში, სანდო და მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაცია სასმელი წყლის შესახებ […]

სასტუმროები კახეთში აქტიური და პასიური დასვენებისთვის

კახეთში დასვენება, როგორც წესი, ორ სრულიად განსხვავებულ სურვილსა თუ მოლოდინს უკავშირდება. ზოგისთვის ეს მხარე ახალი ემოციების ძიებასთან, მთებში ლაშქრობასთან, ისტორიული მარნების აღმოჩენასა და მაქსიმალურ აქტივობასთან ასოცირდება. სხვებს კი, პირიქით – უბრალოდ განტვირთვა, სიჩუმე, კარგად მოწყობილი გარემო და ყოველდღიური ხმაურისგან დასვენება სურთ. აქედან გამომდინარე, ზოგჯერ ნამდვილად ჭირს, ვიპოვოთ სასტუმრო ან სასტუმროები კახეთში, რომლებიც ამ ორ განსხვავებულ […]

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში ?

ზამთარი ევროპაში შობის ზღაპარს, თოვლიან პეიზაჟებსა და მყუდრო ქალაქებს უკავშირდება. ამ სეზონზე ევროპული ქალაქები იცვლება – ღამის ბაზრობები, განათებული ქუჩები და თბილი კაფეების სურნელი განსაკუთრებულ ემოციებით ატყვევებს ყველას. თუ ფიქრობთ, სად გაემგზავროთ ზამთარში, წარმოგიდგენთ 5 საუკეთესო მიმართულებას: 1. ვენა, ავსტრია ვენა ზამთარში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ქალაქია. დეკემბერში ქალაქი გადაიქცევა შობის ბაზრობების ქალაქად, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ […]

სად ვიმოგზაუროთ შემოდგომაზე ?

შემოდგომა ერთ-ერთი საუკეთესო სეზონია ევროპაში მოგზაურობისთვის. ხალიჩასავით გაფენილი ფოთლები, ნაკლები ტურისტი, უფრო ხელმისაწვდომი ფასები და სასიამოვნო ამინდი ქმნის იდეალურ პირობებს. წარმოგიდგენთ ხუთ ევროპულ მიმართულებას, სადაც შემოდგომა განსაკუთრებულად ლამაზი და დასამახსოვრებელია: 1. ტოსკანა, იტალია  ტოსკანაში შემოდგომა ნიშნავს მოსავლის აღების პერიოდს. სექტემბერი და ოქტომბერი იდეალური თვეებია ღვინის დაგემოვნებისთვის და ვენახებში გასეირნებისთვის. აქაური სოფლები, როგორიცაა მონტეპულჩიანო და სან […]

სამოგზაურო ინტერნეტი – იაფი და ხარისხიანი სერვისი

თანამედროვე მოგზაურობა წარმოუდგენელია სტაბილური ინტერნეტ კავშირის გარეშე – ტაქსის გამოძახება უცხო ქალაქში, სასტუმროს ადგილმდებარეობის დაზუსტება, რუკაზე გზის მოძებნა, ან უბრალოდ ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობა – ყველა ეს საჭიროება ციფრული კომუნიკაციის ნაწილია. ამ სტატიაში გეტყვით, რატომ არის იაფი სამოგზაურო ინტერნეტი თქვენი მოგზაურობის წარმატების საწინდარი და როგორ გეხმარებათ ის ყოველ ნაბიჯზე. ბოლოს კი გაგაცნობთ სანდო პროვაიდერს, AviaSim-ს, […]

რატომ უნდა მოინახულო აია ნაპა ერთხელ მაინც?

როცა “აია ნაპა” გვესმის, უმეტესობას თვალწინ თეთრი ქვიშა, კრისტალურად სუფთა ზღვა და, რა თქმა უნდა, 24-საათიანი წვეულებები წარმოუდგება. კვიპროსის ეს საკურორტო ქალაქი დამსახურებულად ითვლება ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთ მთავარ “party” დედაქალაქად. მაგრამ აია ნაპა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ კლუბები და დიჯეები. ეს არის ადგილი, სადაც ევროპის საუკეთესო პლაჟები ხვდება უძველეს ისტორიას და სადაც ბუნების საოცრებები კოსმოპოლიტურ […]

გამოიწერეთ საიტი და მიიღეთ სპეციალური შეთავაზებები

გამოგვიწერეთ და მიღეთ შეთავაზებები