ვალენსიის ტურები Valensiis turebi

0 (0 Reviews)
From: 1.121₾
0
(0 მიმოხილვა)
დაჯავშნა
ხანგრძლივობა

5 დღე 4 ღამე

ტურის ტიპი

ყოველდღიური ტური

ჯგუფის ზომა

1 person

ენები

___

ტურის შესახებ

ვალენსიის ტურები

სრული სამოგზაურო პაკეტი 1,121 ლარიდან

⭕ ფასი მოცემულია ერთ პერსონაზე, ორადგილიან ნომერში.

ვალენსიის ტური ს დასაჯავშნად შეავსე ფორმა ან დაგვირეკე 👇

551 907 907

 

ვალენსია, ესპანეთის ერთ-ერთი უძველესი და კულტურულად მდიდარი ქალაქი, ცნობილია თავისი უნიკალური არქიტექტურით, გასტრონომიითა და ფესტივალებით.

ტურში შედის

  • ორმხრივი ავიაბილეთი (ქუთაისი);
  • სასტუმრო;
  • საუზმე;
  • სამოგზაურო დაზღვევა.

Itinerary

  1. სანტა მარია დელ მარკატის კათედრალის მონახულება: ეს გოთიკური სტილის ტაძარი ცნობილია თავისი უნიკალური არქიტექტურით და წმინდა გრაალის თასის შესაძლო ადგილსამყოფელად ითვლება.
  2. ბიოპარკის დათვალიერება: ვალენსიის ბიოპარკი უნიკალური ზოოპარკია, სადაც ცხოველები ბუნებრივ გარემოში ცხოვრობენ და ვიზიტორებს შეუძლიათ ახლოდან დააკვირდნენ მათ.
  3. ტურია პარკში სეირნობა: ყოფილი მდინარის კალაპოტში განთავსებული ეს პარკი იდეალური ადგილია სეირნობის, ველოსიპედით გასეირნების ან პიკნიკისთვის.
  4. ცენტრალური ბაზრის მონახულება: ეს ბაზარი ვალენსიაში ესპანური კვების მიმართულებით საუკეთესოა.
  5. მიგელეტეს კოშკზე ასვლა: ეს უჩვეულო რვაკუთხა კოშკი ძველ ქალაქს იცავს და თუ 206 ცალ კიბეს აივლით, ქალაქზე ულამაზესი ხედით დასაჩუქრდებით.

  1. პაეია (Paella): ტრადიციული ბრინჯის კერძი ზაფრანით, ნივრით და წიწაკით ფორმდება. ასევე მზადდება ზღვის პროფუქტებით. ყველაზე ტიპური პაეია კურდღლის ხორცით და ცერცვით მზადდება.
  2. აროზ ა ბანდა (Arroz a banda): მორიგი უგემრიელესი კერძია. მას პაეიასგან ის განასხვავებს, რომ თევზი და ბრინჯი ერთმანეთისგან განცალკევებულია.
  3. ბაკალაო პილ პილ (Bacalao pil pil): ეს არის შემწვარი ვირთევზა ნიორსა და ზეითუნის ზეთში. “პილ პილ” სახელს დაუმატეს იმიტომ, რომ მისი მომზადების დროს მსგავსი ხმები გამოიცემა.
  4. ტორტილა ესპანიოლა (Tortilla Española): ესპანური ომლეტი კარტოფილითა და ხახვით, რომელიც ვალენსიაში განსაკუთრებულად მზადდება.
  5. ორჩატა (Horchata): ტრადიციული ვალენსიური სასმელი, რომელიც მზადდება ტიგერნუტისგან და მიირთმევენ ცივად, განსაკუთრებით ზაფხულში

ხშირად დასმული კითხვები

ვალენსიის მონახულებისთვის საუკეთესო დროა გაზაფხული (მარტი-მაისი) და შემოდგომა (სექტემბერი-ნოემბერი), როდესაც ამინდი თბილი და სასიამოვნოა, ხოლო ტურისტების ნაკადი შედარებით ნაკლებია. ამ პერიოდში შეგიძლიათ დატკბეთ ქალაქის ღირსშესანიშნაობებითა და ფესტივალებით უფრო მშვიდ გარემოში. ზაფხულში (ივნისი-აგვისტო) ტემპერატურა შეიძლება საკმაოდ მაღალი იყოს, ხოლო ზამთარში (დეკემბერი-თებერვალი) ამინდი უფრო გრილია, თუმცა ქალაქი მაინც ინარჩუნებს თავის მომხიბვლელობას და შეგიძლიათ ისიამოვნოთ მუზეუმებითა და კულტურული ღონისძიებებით.

ტურის ადგილმდებარეობა

დან 1.121₾

    კონტაქტი

    Website

    Turebi.info

    Phone

    551 907 907

    ვარიანტები